The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დათო ელიზბარაშვილი

დათო ელიზბარაშვილი
ოფიციალური სახელი:დავით ელიზბარაშვილი
დაბადების თარიღი:1971
გარდაცვ. თარიღი:11 აგვისტო, 2008  (37 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ შილდის სასაფლაო, ყვარლის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შილდა, ყვარლის რაიონი.

დაამთავრა გორკის სამხედრო სასწავლებელი.

აფხაზეთის ომის მონაწილე; ომიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში საინჟინრო სამმართველოს უფროსის მოადგილედ; შემდეგ, კადეტთა კორპუსში მოღვაწეობდა; ბოლოს გორის ბატალიონის საინჟინრო ნაწილის გამნაღმველთა ბრიგადის მეთაური იყო; დავით ელიზბარაშვილი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს, 2008 წლის აგვისტოს ომში, 11 აგვისტოს, სოფელ ფხვენისთან ველი დანამღმვის დროს რუსული "მი-24"-ის შემოტევას ემსხვერპლა. პოლკოვნიკი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.31-34

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - მე­და­ლი "სა­ქარ­თვე­ლოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმ­წიკ­ვლო სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის" (III ხარისხი) (გარდაცვალების შემდეგ)
  • 2008 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
  • მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"

გააზიარე: