შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ ტატუნაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ყანჩავეთი, ახალგორის რაიონი. 2007 წლიდან არჩილ ტატუნაშვილი რიგით ჯარისკაცად მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ამერიკელი, ბრიტანელი და ევროპელი სამხედროების გვერდით მონაწილეობდა ერაყის საერთაშორისო მისიაში. 2008 წელს რუსეთის საოკუპაციო ჯარის შესაჩერებლად საქართველოს ხელისუფლებამ ერაყიდან სამხედრო დანაყოფი გამოიყვანა, მათ შორის იყო არჩილ ტატუნაშვილიც. 2018 წლის 22 თებერვალს რუსმა ოკუპანტებმა ის საოკუპაციო ხაზიდან გაიტაცეს, შემდეგ კი მოკლეს. მის ცხედარს მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა. წყარო: გმირი, 2008-2018 : ოთხოზორია-ტატუნაშვილი : 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები / პროექტის ავტორი თამარ ფხაკაძე ; მასალები შეკრიბა რევაზ შატაკიშვილმა ; წინათქმა ლევან იზორია; წიგნზე იმუშავეს: თორნიკე ყაჯრიშვილმა, თამარ გორთამაშვილმა, ხათუნა მგალობლიშვილმა [და სხვ.].-თბ.,2018.- გვ.9-10 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |