The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი რომელაშვილი

გიორგი რომელაშვილი
დაბადების თარიღი:1978
გარდაცვ. თარიღი:9 აგვისტო, 2008  (30 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ერედვი, გორის რაიონი.

1991 წლიდან ერედვში მუდმივად დაძაბულობის დროს გიორგიმ პირველად იარაღი ხელში სოფლის საზღვრის დასაცავად აიღო, მაშინ ის ჯერ კიდევ პატარა იყო, თუმცა საზღვარზე მაინც მორიგეობდა. საკუთარ სოფელს და ოჯახს იცავდა მტრისგან. სავალდებულო სამხედრო სამსახური ახალციხეში მოიხადა, ერთი წლის შემდეგ თბილისში გადმოიყვანეს. სასაზღვრო დაცვის თანამშრომელი იყო, ორი წლის მერე ერედვში დაბრუნდა. 2004 წელს არეულობის დროს იარაღით ხელში საზღვარზე იდგა. 2006 წელს კონტრაქტი გააფორმა, გადაანაწილეს გორის ჯავშან-სატანკო ბატალიონის ასეულში, მსახურობდა დაზვერვაში. კაპრალი. (გიორგი ირაკლის ძე რომელაშვილი).

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.395

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: