შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამთა ტაბატაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1998 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის (მეორედი) ფაკულტეტი 1998 წელს. 1999-2003წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატა, მოსამართლის თანაშემწე; 2003-2007წწ. - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, იურიდიული დეპარტამენტი, მთავარი სპეციალისტი; 2004-2011წწ. - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ეკონომიკურ - ჰუმანიტარული ფაკულტეტი, უფროსი მასწავლებელი; 2007-2008წწ. - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, ადმინისტრაცია, მთავარი სპეციალისტი; 2016-2020წწ. - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, უფროსი მასწავლებელი; 2021 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი, ასისტენტი. სამეცნიერო ინტერესები: ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, შესავალი სამოქალაქო სამართალში, სახელშეკრულებო სამართალი, კანონისმიერი ვალდებულებითი სამართალი. მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |