The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ინაური

გიორგი ინაური
დაბადების თარიღი:2 სექტემბერი, 1975  (49 წლის)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის იურიდიული ინსტიტუტი 1996 წელს.

1995 წელს - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, იურიდიული განყოფილება, იურისტი; 1996 წელს - საქართველოს პარლამენტი, იურიდიული დეპარტამენტი, კანონშემოქმედებითი კოორდინაციის ჯგუფი, უფროსი სპეციალისტი; 1996-1999წწ. - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, პირველი კოლეგია, თავმჯდომარის თანაშემწე; 1999-2002წწ. - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური, რეფერენტი; 2004-2005წწ. - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი, სპეციალურ სამსახურებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, დირექტორის მოადგილე; 2005-2007წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, აპარატის უფროსი; 2007 წლიდან - სპს ჩემი ადვოკატი - გოგალაძე, ინაური და ჯიბღაშვილი პარტნიორები, დირექტორი, ადვოკატი; 2008-2014წწ. - სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შიდა აუდიტის დეპარტამენტი, უფროსის მოადგილე; 2014 წლიდან - შპს თბილსერვის ჯგუფი, იურიდიული სამსახური, სამსახურის უფროსი; 2017 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კერძო სამართლის დეპარტამენტი, ასისტენტი. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებშიმუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია

  • კერძო სამართლის პრაქტიკუმი : 200> სიტუაციური ამოცანა მემკვიდრეობის სამართალში (თანაავტორი). - თბილისი, შპს "აი პრინტი 2021", 2023. - 108გვ.. - ISBN: 9789941854736
  • კერძო სამართლის პრაქტიკუმი : 200> სიტუაციური ამოცანა საოჯახო სამართალში (თანაავტორი). - თბილისი, შპს "აი პრინტი 2021", 2022. - 116გვ.. - ISBN: 9789941846403
  • აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კონსტიტუციები (თანაავტორი) // წ. 1, რესპუბლიკა ბელორუსი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ესტონეთი, რესპუბლიკა მოლდოვა, პოლონეთის რესპუბლიკა, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია, უნგრეთის რესპუბლიკა, ჩეხეთის რესპუბლიკა, ხორვატიის რესპუბლიკა . - თბილისი, ინოვაცია, 2005. - 528გვ.

გააზიარე: