The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია რომელაშვილი

გია რომელაშვილი
ოფიციალური სახელი:გიორგი რომელაშვილი
დაბადების თარიღი:1979
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 2008  (29 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა გორის უნივერსიტეტის ფიზკულტურის ფაკულტეტი და სამხედრო აკადემია. 

ბავშვობა გორში, დევნილობაში გაატარა. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხა 2004 წელს, გია რომელაშვილი ბოლოს გორის ჯავშან-სატანკო ბატალიონში მსახურობდა ოცმეთაურად, იყო შავი ქამრის მფლობელი კარატეში. 2008 წლის 9 აგვისტოს, ქალაქ ცხინვალში, მოსკოვის ქუჩაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ლეიტენანტი გიორგი რომელაშვილი, ნომერ 406-ე ტანკით იღებდა მონაწილეობას საომარ მოქმედებებში. ნიქოზისა და თამარაშენის გავლით, ცხინვალისკენ დაძრულ სატანკო კოლონას, N406 ტანკი, მიუძღოდა წინ; მოწინააღმდეგე მხრიდან თავდასხმის შემდეგ, N406-ე ტანკის ეკიპაჟის წევრები გაუჩინარდნენ. საომარი მოქმედებების დასრულების შემდგომ, მისი ცხედარი ვერ იპოვეს; იგი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მისი სიმბოლური საფლავი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა გაკეთებული. 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა მისი ძმაც, გელა რომელაშვილი. 2011 წელს, გორში ვერხვების დევნილთა დასახლებაში ძმები რომელაშვილების სახელობის სკვერი გაიხსნა, გორში არის მათი სახელობის ქუჩაც. 2010 წელს, სასამართლომ, გიორგი რომელაშვილი დაღუპულად სცნო.  (გიორგი (გია) მურაზის ძე რომელაშვილი). ლეიტენანტი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ : თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.37-38

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი, (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: