The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ლიპარტელიანი

ოთარ ლიპარტელიანი
Date of birth:3 December, 1932  (92 years)
Category:Scientist, Educator, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კახურა, ლენტეხის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიის ფაკულტეტი 1955 წელს.

1976–1978წწ. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და 1979–1989წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სელექცია-გენეტიკის განხრით; 1985 წელს მიიღო პირველი ხარისხის დიპლომი მეცნიერების მიღწევების წარმოებაში დანერგვისათვის; 1986 წლიდან მუშაობდა საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მცხეთის სასელექციო სადგურში; 1993–2004წწ. იყო ამავე სადგურის დირექტორი; 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრი; 2014 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლეული კულტურების სამსახურის მთავარი სპეციალისტი; მუშაობს ერთწლოვანი კულტურების სელექციისა და გენეტიკის საკითხებზე. მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოყვანილი და წარმოებაში დანერგილია სიმინდის 8 ჰიბრიდი და 1 ჯიში, მ. შ. 2 ჰიბრიდი გასავრცელებლად დაშვებულია ჩრდილოეთ კავკასიაში, შუა აზიაში, უკრაინასა და სამხრეთ რუსეთში. არის სამეცნიერო ნაშრომების, მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოს, მრავალი გამოგონებისა და პატენტის ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი (1985), პროფესორი (1990).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.378

Member of Organizations

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია , სიმინდის მარტივი ხაზთაშორისი ჰიბრიდის, ქართული 9-ის გამოყვანისა და დანერგვისათვის (1986-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1994-)

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: