Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე თანდაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის რაიონი.
სწავლობდა ფიზკულტურის ინსტიტუტში (ვარჯიშობდა ძიუდოში).
მონაწილეობდა 1989 წლის 9 აპრილის აქციაში, სადაც მოიწამლა. მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. ომის შემდეგ სასაზღვრო ჯარში დაიწყო მუშაობა. აფხაზეთში ნაომარი მებრძოლების თაოსნობით ჩამოყალიბდა სასაზღვრო ჯარის სწრაფი რეაგირების რაზმი – "მოტომანი", რომელიც საქართველოს საზღვრებს იცავდა, ასევე მსახურობდა სპეციალური დანიშნულების რაზმ "ალფაში". იყო სასაზღვრო ჯარში ასმეთაური. ალექსანდრე თანდაშვილს ვაზიანში მუშაობა ომამდე სულ რაღაც 2 თვით ადრე დაუწყია. ერაყში ყოფნისას გაიცნო და დაუმეგობრდა ერეკლე ყულოშვილს, რომელმაც ვაზიანში გადასვლა შესთავაზა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადასულა კიდეც. მე-4 ქვეითი ბრიგადის კაპიტანი. 2023 წლის მაისში თბილისის 32-ე საჯარო სკოლას აფხაზეთის ომსა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების, ბესარიონ კივილაძისა და ალექსანდრე თანდაშვილის სახელი მიენიჭა.
წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.65-66; საზოგადოებრივი მაუწყებლი: 1tv.ge
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |