შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მათე ჭანტურია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტი 2018 წელს; 2019 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. 2016 წელს - სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო, ადმინისტრაციული დეპარტამენტი, შტატგარეშე მოსამსახურე; 2017 წელს - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, პრაქტიკული სწავლების კურსი ადვოკატთა პროფესიულ ეთიკის კლინიკაში; 2017 წლიდან - ადვოკატურა, ადვოკატი, წარმომადგენელი პირველი ინსტანციის სასამართლოში; 2018 წელს - თბილისის საქალაქო სასამართლო, პრაქტიკული სწავლების კურსი; 2019 წელს - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, მოწვეული ლექტორი; 2019-2021წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, უფროსი მასწავლებელი; 2021 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ასისტენტი. სამეცნიერო ინტერესები: სამოქალაქო საპროცესო სამართალი, სამეწარმეო სამართალი. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |