The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო დონჯაშვილი

ნინო დონჯაშვილი
დაბადების თარიღი:8 თებერვალი, 1989  (36 წლის)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2012 წელს; დოქტორანტურა - 2023 წელს.

2008 წელს - GIZ საქართველოში, პროექტი "ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა საქართველოში", პრაქტიკანტი; 2008-2009 წელს - არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი", ადვოკატთა ჯგუფი, სტაჟიორი; 2009-2011წწ. - მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი "ნითა", არბიტრაჟი სხდომის მდივანი; 2009-2010წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, სტაჟიორი; 2010-2011წწ. - ქ. თბილისის მერია, პროექტი "თბილისელების ადვოკატი", პრაქტიკანტი; 2011-2013წწ. - სს "თიბისი ბანკი", საკრედიტო განყოფილება, საკრედიტო ადმინსტრატორ-იურისტი; 2012-2013წწ. - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, უძრავ ნივთებზე რეგისტრაციის განყოფილება, რეგისტრატორი; 2013-2014წწ. - შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბი.აი.ჯი", იურიდიული განყოფილება, იურისტ-ადმინისტრატორი; 2014-2018წწ. - საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, ნოტარიუსი; 2015-2019წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, მოწვეული ლექტორი; 2016-2018წწ. - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, საადვოკატო ბიურო, საერთო სამართლის მიმართულების ადვოკატი; 2018-2021წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლო, მოსამართლე; 2019-2021წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, უფროსი მასწავლებელი; 2021 წლიდან - შპს "თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია" (შპს "თელმიკო"), სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური, საერთო სპეციალიზაციის იურისკონსულტი; 2021 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ასისტენტი. სამეცნიერო ინტერესები: სამეწარმეო სამართალი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, სანოტარო სამართალი, შრომის სამართალი. მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: