The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალიკო ბერაია

ვალიკო ბერაია
Date of birth:17 June, 1987
Date of death:21 February, 2012  (at 24 years)
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხეთა, ზუგდიდის რაიონი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. 2007 წელს სამშვიდობო მისიით ერაყში იმყოფებოდა. მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომის საომარ მოქმედებებში. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ცხინვალში შეიჭრა და მტერს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. პირველად, 2010 წელს მიიღო მონაწილეობა "ISAF"-ის სამშვიდობო მისიაში ავღანეთში. მან რამდენიმე ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა შეიარაღებული თალიბების თავდასხმისგან და ტერორისტები გაანადგურა, რისთვისაც ამერიკული სამხედრო სარდლობისგან სიგელი და მადლობის წერილი დაიმსახურა. 2011  წელს მეორედ ასრულებდა სამშვიდობო მისიას ჰელმანდის პროვინციაში. ვალიკო ბერაია და მისი ორი ქართველი თანამებრძოლი საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების  შედეგად დაიღუპა. მსროლელი, დაჯილდოებული იყო საბრძოლო მედლებითა და ორდენით.

წყარო: გმირი, 2008-2018: ოთხოზორია-ტატუნაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები.-თბ.,2018.- გვ.208-209

Awards and Honors

  • 2012 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)
    საბრძოლო მამაცობისთვის

Share: