შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პაატა კაჭარავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაისაკოვო, აბაშის რაიონი. დაამთავრა აბაშის ტექნიკუმი. 16 წლის უკვე აფხაზეთში იბრძოდა. სამშობლოსადმი განსაკუთრებულმა სიყვარულმა, მთელი ცხოვრება ქვეყნის დარაჯად აქცია. სავალდებულო-სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ თბილისში, სამთავრობო დაცვაში მსახურობდა. რამდენიმე წელი ოჯახში მეურნეობას მისდევდა. 1999 წლიდან კი, სპეციალური დანიშნულების სამხედრო დანაყოფი- "კომანდოს" შექმნის შემდეგ, სასწავლო-სამწვრთვნელო კურსები გაიარა და საკონტრაქტო სამსახურს მოაწერა ხელი. იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბრიგადის ჯარისკაცი, კაპრალი. ISAF-ის სამშვიდობო მისიით მსახურობდა ავღანეთში. ქართველ თანამებრძოლებთან ერთად დაიღუპა სამხედრო ნაღმზე აფეთქების შედეგად ჰელმანდის პროვინციაში. წყარო: გმირი, 2008-2018: ოთხოზორია-ტატუნაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები. - თბ.,2018.- გვ.288-289 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |