The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა მებაღიშვილი

გელა მებაღიშვილი
სხვა სახელი:ბარდანა
დაბადების თარიღი:25 აგვისტო, 1972
გარდაცვ. თარიღი:10 აგვისტო, 2008  (35 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გავაზი, ყვარლის მუნიციპალიტეტი.

აფხაზეთის ომში იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზეთის ომის შემდეგ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაიწყო სამსახური. 2002 წლის დეკემბერში, წარმატებით დაასრულა საქართველოს წრთვნისა და აღჭურვის პროგრამა. 2004 წელს, წარმატებით გაიარა საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების პროგრამით საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატები-დიდი ბრიტანეთის ერთობლივი სამშვიდობო ოპერაციების საწვრთნელი კურსი. 2004 წელს მონაწილეობდა ცხინვალის მოვლენებში. 2004 წელს იმყოფებოდა ერაყში სამშვიდობო ძალების ეგიდით. 2008 წელს, აგვისტოს ომში, სხვა ქართველ მეომრებთან ერთად, გელა მებაღიშვილი, გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. 2008 წლის 9 აგვისტოს, 41–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი აწარმოებდა გამწმენდ ოპერაციებს სოფელ ხეთაგუროვის მიმართულებით. 2008 წლის 9 აგვისტოს, როდესაც 42–ე მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა დაიწყო ქალაქ ცხინვალის "შანხაის" დასახლების გაწმენდითი ოპერაცია, სერჟანტი გელა მებაღიშვილი თავად აწარმოებდა თვალთვალს. მან შეამჩნია მოტომსროლელი ქვედანაყოფები, რომლებიც 41–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მიმართულებით მოძრაობდნენ; მთელ პირად შემადგენლობას მოწინააღმდეგის გამოჩენის შესახებ აცნობა, რის შემდეგაც მესამე მსუბუქი ქვეითი ასეულის პირადი შემადგენლობამ და მათთან მყოფმა 42–ე ბატალიონის მმართველობამ, დაიკავა თავდაცვის პოზიცია. მოწინააღმდეგის მიერ ცეცხლის გახსნის დროს ნასროლი ხელყუმბარით მძიმეთ დაიჭრა 41–ე ბატალიონის მეთაური შალვა დოლიძე. სერჟანტმა გელა მებაღიშვილმა აღმოუჩინა პირველადი სამედიცინო დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობდა ძლიერი ორმხრივი ცეცხლი. მან, ასევე მოახერხა პირადი შემადგენლობის დროებით, უსაფრთხო ადგილზე გაყვანა. 2008 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 06:00 სთ 07:00საათამდე, გადაადგილების დროს აწარმოებდა ზურგის უსაფრთხოებას. სიცოცხლის ფასად, შეაჩერა მოწინააღმდეგე და დაჭრილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მისცა დრო, რათა გამოსულიყვნენ ცეცხლის ხაზიდან. განმეორებითი შეტაკების დროს, უმცროსი სერჟანტი გელა მებაღიშვილი გმირულად დაიღუპა. მისი ცხედარი კონფლიქტის ზონიდან გადმოსვენებული იქნა 2008 წლის 17 ნოემბერს. თბილისში არის გელა მებაღიშვილის ქუჩა. უმცროსი სერჟანტი, აფხაზეთის ომის ვეტერანი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ. 101-102; სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: