The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ბეგიაშვილი

ზურაბ ბეგიაშვილი
დაბადების თარიღი:3 თებერვალი, 1980
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 2008  (28 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ კუმისის სასაფლაო, გარდაბნის რაიონი
კატეგორია:ექიმი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კუმისი, გარდაბნის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ლეიტენანტი ზურაბ ბეგიაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში ექიმად მსახურობდა. 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაიღუპა. 2008 წლის 3 დეკემბერს, დნმ-ის ანალიზის დადებითი პასუხის საფუძველზე, მუხათგვერდის საძმო სასაფლაოდან მშობლიურ სოფელ კუმისში გადაასვენეს. 2013 წელს გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისის საჯარო სკოლას ზურაბ ბეგიაშვილის სახელი მიენიჭა, თბილისში და სოფელ კუმისში არის მისი სახელობის ქუჩა. სამედიცინო სამსახურის უმცროსი ლეიტენანტი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.105-106; მართლმადიდებლური ჟურნალი "კარიბჭე": karibche.ambebi.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)
    სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი თავდადების, სიმამაცისა და თავგანწირვისათვის, ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის
  • მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული"
    საომარი მდგომარეობის პერიოდში საქართველოს თავდაცვის საქმეში გამოჩენილი დიდი დამსახურებებისთვის

გააზიარე: