Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დომენტი ჩუბინიძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1999 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დოქტორანტურა საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის კვალიფიკაციით 2022 წელს. 2000-2001წწ. - გაზეთი "არგო", მთავარი რედაქტორი; 2015-2016წწ. - გაზეთი "ასავალ-დასავალი", რედაქტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2019-2021წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, მოწვეული მასწავლებელი; 2021 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ასისტენტი. მისი კვლევის სფერო მოიცავს უახლეს ისტორიაში საქართველოსა და დანარჩენი მსოფლიოს ურთიერთობის საკვანძო საკითხებს. სამეცნიერო ინტერესები: პოლიტოლოგია, გლობალური პოლიტიკა, საერთაშორისო ტერორიზმი. მისი კვლევის ძირითად სფეროს წარმოადგენს საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული ხელისუფლების საქმიანობა, მისი დამსახურებები, შეცდომები და იმ მიზეზების დადგენა, რომელმაც მაშინდელი ხელისუფლების დამხობა გამოიწვია. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |