The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ახალბედაშვილი

დავით ახალბედაშვილი
დაბადების თარიღი:10 ოქტომბერი, 1980  (44 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2003 წელს; საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლა 2011 წელს.

2002-2003წწ. - საწარმოო პრაქტიკა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში; 2003-2005წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სხდომის მდივანი, თანაშემწე, მთავარი სპეციალისტი; 2005-2006წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივანი, სპეციალისტი; 2006 წლიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწე; 2006-2009წწ. - რუსთავის რაიონულ პროკურატურაში პროკურორი; 2009-2010წწ. - თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორი; 2011-2017წწ. - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2013-2017წწ. - მივლინებული იყო ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლედ; 2017-2019წწ. - მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე დუშეთის მუნიციპალიტეტში და ამავე რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2019 წლიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2019 წლის ივნისიდან ივლისამდე უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში; 2019 წლის ივლისიდან 2022 წლის ნოემბრამდე უფლებამოსილებას ახორციელებდა ამავე სასამართლოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში; 2022 წლიდნა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე; 2024 წლიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: