დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2003 წელს; საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლა 2011 წელს.
2002-2003წწ. - საწარმოო პრაქტიკა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში; 2003-2005წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სხდომის მდივანი, თანაშემწე, მთავარი სპეციალისტი; 2005-2006წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივანი, სპეციალისტი; 2006 წლიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწე; 2006-2009წწ. - რუსთავის რაიონულ პროკურატურაში პროკურორი; 2009-2010წწ. - თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორი; 2011-2017წწ. - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2013-2017წწ. - მივლინებული იყო ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლედ; 2017-2019წწ. - მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე დუშეთის მუნიციპალიტეტში და ამავე რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2019 წლიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2019 წლის ივნისიდან ივლისამდე უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში; 2019 წლის ივლისიდან 2022 წლის ნოემბრამდე უფლებამოსილებას ახორციელებდა ამავე სასამართლოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში; 2022 წლიდნა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე; 2024 წლიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.
წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge