შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ლიპარტია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი რუხი, ახლანდელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ლენინგრადის (ამჟამად სანქტ-პეტერბურგი) სატყეო-ტექნიკური აკადემიის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1972 წელს. 1973–1987წწ. მუშაობდა საქართველოს "ენგურჰესმშენის" სამრეწველო-საწარმოთა გაერთიანების გენერალური დირექტორის მოადგილედ; 1987–2007წწ. აფხაზეთის მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ამჟამად – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე; 2000–2006წწ. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს საბაჟო აკადემიაში; 2007–2013წწ. ახალციხის სახელმწიფო ინსტიტუტში ( ამჟამად – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი). 2002–2007წწ. იყო აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულება შპს "აესას" რექტორი. 2009 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსოტეტის სრული პროფესორია. ავტორია სამეცნიერო ნაშრომების, მ. შ. მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების. მისი სამეცნიერო ნაშრომები ეხება საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების, აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პრობლემების კვლევას. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2000), პროფესორი (2000). ინჟინერ-ეკონომისტი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; პროფესორი ზურაბ ლიპარტია 70 წლისაა // ბიზნესი და კანონმდებლობა.-თბ.,2017.-N4.-გვ.10-12; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.378-379 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |