შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლერი ლაგურაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2002 წელს. მუშაობდა საჩხერის სამთო მსროლელთა ბატალიონის მთავარ ექიმად. ეს ბატალიონი შემდეგ ქუთაისში გადავიდა და 2005 წელს საერთაშორისო-სამხედრო მისიით ერაყში წავიდა. ერაყიდან დაბრუნების შემდეგ სამთო მსროლელთა ბატალიონი სენაკის ბაზაზე გაამწესეს, მეორე ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში შეიყვანეს 21-ე ბატალიონად და ლერი ლაგურაშვილმაც ამავე ბატალიონის მთავარ ექიმად დაიწყო მუშაობა, 2008 წლის სექტემბერში უკვე გერმანიაში უნდა წასულიყო 2 წლით სასწავლებლად. ომი რომ დაიწყო, თავდაცვის აკადემიაში გერმანულ ენაში მოსამზადებელ კურსებს გადიოდა. გარდაიცვალა დაბომბვის დროს მიყენებული მრავლობითი ჭრილობების გამო, ოპერაციიდან მეტერთმეტე დღეს. ცხინვალის მისადგომებთან დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები ბრძოლის ველიდან გამოყავდა. 9 აგვისტოს ერთ-ერთი დაჭრილი გორის ჰოსპიტალში გადაყავდა, როდესაც მის მანქანას ჭურვი მოხვდა. ლერი ლაგურაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა და 20 აგვისტოს გარდაიცვალა. მისი სახელი 2009 მუხიანის სამხედრო დასახლებაში იმ უსახელო ქუჩას მიენიჭა, სადაც თავად მეომარი ცხოვრობდა. კაპიტანი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.109-111 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |