The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ აბრამაშვილი

ზურაბ აბრამაშვილი
სხვა სახელი:ზურაბ აბრამიშვილი
დაბადების თარიღი:1987
გარდაცვ. თარიღი:8 აგვისტო, 2008  (21 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვარიანი, გორის რაიონი.

სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში გაიწვიეს. სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით მსახურობდა, მეოთხე ბრიგადის 42-ე ბატალიონში. ბრძოლით გაიარა ცხრა სოფელი ცხინვალამდე, ბოლოს სოფელ ხეთაგუროვში იყო ჩასაფრებული, თანამებრძოლებთან ერთად, როცა ტყვია-წამალი შემოელიათ, ზურა ტყვია-წამლის მოსატანად გავარდა იქვე ახლოს, ზემოთ, ნაძვებთან და ის-ის იყო, უნდა წამოეღო, რომ პირველი საავიაციო დაბომბვა დაიწყო. საძილე არტერიაში დაიჭრა და დაიღუპა. კაპრალი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.123-124

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: