The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა ბერიძე

ვაჟა ბერიძე
დაბადების თარიღი:27 იანვარი, 1957  (68 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტოლოგი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი : სოფელი ხუცუბანი, ქობულეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1979 წელს; თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა 1984 წელს; თბილისის სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტი, სპეციალობა - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები 1988 წელს.

1979 წელს მუშაობდა ქობულეთის საექსკურსიო-სამოგზაურო ბიუროში ექსკურსიამძღოლად; 1986-1990წწ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო-მეთოდური ლაბორატორიის უფროს ლაბორანტად; 1990-1994წწ. იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1993-1994წწ. "გაერთიანებული ქართული ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი; 1991-1992წწ. გაზეთ "საქმის" მთავარი რედაქტორი; 1992-1993წწ. გაზეთ "ეპოქის" მთავარი რედაქტორი; 1994-1997წწ. გაზეთ "გულანის" მთავარი რედაქტორი; 1992-1996წწ. ტელეკომპანია "იბერვიზიის" მთავარი კონსულტანტი; 1994-1996წწ. დამოუკიდებელი სტუდია TBC TV STUDIO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე; 1995-2000წწ. საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ყოველკვირეული ანალიტიკური პროგრამა "საქმის" ავტორი და ხელმძღვანელი; 1993-1995წწ. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის სახელმწიფო მრჩეველი; 1996-1998წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალური რეფორმების სამმართველოს უფროსი, მთავარი სახელმწიფო მრჩეველი; 1998-2002წწ. "საქართველოს გადამხდელთა კავშირის" (ბიზნესმენთა ასოციაციის) აღმასრულებელი მდივანი; 2003-2008წწ. ყოველკვირეული ანალიტიკური ტელეპროგრამა "საქმე დაეკონომიკის" ავტორი და პროდიუსერი; 1997-2013წწ. ყოველკვირეული გაზეთ "ბანკები და ფინანსების" დამფუძნებელი და სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე; ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი (2011); 2012-2013წწ. საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ეკონომიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი; 2017-2023წწ. სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი; სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევით ინსტიტუტში, წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეტში; დისციპლინები: პოლიტიკური ისტორია, პოლიტოლოგია, საქართველოს ისტორია, კავკასიის ხალხთა ისტორია, საქართველოს ეკონომიკა; პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ასეული სტატია, წერილები, ინტერვიუები. მედიამენეჯერი.

წყარო: გიორგი გიორგაძის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - "აფბა" , დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი (2000-2010)

გააზიარე: