The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ლოზინსკი

მიხეილ ლოზინსკი
დაბადების თარიღი:8 ივლისი, 1886
გარდაცვ. თარიღი:1 თებერვალი, 1955  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი.

1916 წელს გამოსცა ლექსების კრებული "მთის წყარო". 1917 წლიდან ძირითადად მხატვრული თარგმანის სფეროში იღვწოდა. თარგმნა რ. როლანის "კოლა ბრუნიონი" (1932), დანტეს "ღვთაებრივი კომედია" (1939–1945, სტალინური პრემია, 1946), შექსპირის, სერვანტესის, მოლიერის, ფირდოუსის, საიათნოვასა და სხვათა თხზულებები. სხვა ქართველ ავტორებთან ერთად თარგმნა ნ. ბარათაშვილის "ფიქრნი მტკვრის პირას" და "მერანი" (კრებული "ქართველი რომანტიკოსები", 1940).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.408


გააზიარე: