The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბესიკ ნინიაშვილი

ბესიკ ნინიაშვილი
დაბადების თარიღი:2 ოქტომბერი, 1988
გარდაცვ. თარიღი:30 დეკემბერი, 2011  (23 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქარელი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. სამხედრო სამსახური 2007 წლიდან დაიწყო. აგვისტოს ომის სიძნელის, მიღებული ტრავმების მიუხედავად, სამხედრო სამსახურისადმი ინტერესი არასდროს განელებია. ავღანეთში სამშვიდობო მისიით ორჯერ იმყოფებოდა. დაიღუპა ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში. კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი სიცოცხლეში აგვისტოს ომში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის პრეზიდენტმა სამხედრო მამაცობისთვის დააჯილდოვა. მოგვიანებით კი მან რამდენიმე ჯილდო ავღანეთში გმირული საქმიანობისთვის და ISAF- ის ოპერაციაში წარმატებული მონაწილეობისთვის მიიღო.

წყარო: გმირი, 2008-2018: ოთხოზორია-ტატუნაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები. - თბ.,2018.- გვ.305-306

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)
    საბრძოლო მამაცობისთვის
  • 2008 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის"

გააზიარე: