The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან დევდარიანი

ლევან დევდარიანი
დაბადების თარიღი:1984
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 2008  (24 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზესხო, ლენტეხის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2008 წელს.

ბავშობაში ვარჯიშობდა კარატესა და კინგ-ბოქსინგში, ჰქონდა გარკვეული სპორტული მიღწევები. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 2008 წელს სამხედრო აკადემიაში უნდოდა ჩაბარება. უნივერსიტეტის დამთავრებამდე, 2007 წლის გაზაფხულზე, სამხედრო კომისარიატს თვითონ მიაკითხა - მეოთხე ქვეითი ბრიგადისთვის გამოცხადდა მიღება და ლევან დევდარიანმაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებშიც კონტრაქტით დაიწყო სამსახური; იყო სპეცდანიშნულების სწრაფი რეაგირების ბატალიონში. დაიღუპა ცხინვალში. ლევან დევდარიანის სახელობისაა გარდაბნის N1 საჯარო სკოლა, თბილისში არის მისი სახელობის ქუჩა. კაპრალი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.139-140; სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური: facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: