Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ ონიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ლენტეხი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2004 წელს; ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში (2004); მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით (2008); 2009-2010 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2004-2005წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატა, მოსამართლის თანაშემწე საზოგადოებრივ საწყისებზე; 2005 წელს - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია, სხდომის მდივანი; 2006-2007წწ. - სანოტარო ბიურო, ნოტარიუსის კონსულტანტი; 2007 წელს - "პროკრედიტ ბანკი", იურისტ-ადმინისტრატორი; 2007-2009წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, მოსამართლის რეფერენტი; 2010 წლის აგვისტოში მოსამართლედ დაინიშნა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოში და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში; 2010-2018წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2018 წლის მარტში მოსამართლეთა კონფერეციის მიერ არჩეულ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად; 2018 წლიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |