The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეილა მამულაშვილი

ლეილა მამულაშვილი
Date of birth:24 March, 1960  (65 years)
Category:Public official, Lawyer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1988 წელს.

1988-1999წწ. - ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობა (ყოფილი 26 კომისრის სახელობის რაიონული საბჭოს აღმასკომი, ისნის რაიონის პრეფექტურა), სხვადასხვა თანამდებობებზე; 1999-2001წწ. - საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, კონსულტანტი, მრჩევლისა და ნოტარიუსთა საქმიანობის განზოგადების განყოფილების უფროსი; 1999-2001წწ. - კითხულობდა სამეწარმეო სამართლის კურსს "მცირე აკადემიაში"; 2001-2002წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის ნოტარიატის განყოფილების, შემდეგ სამმართველოსა და დეპარტამენტის უფროსი; 2002-2005წწ. - ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე და მივლინებული იყო თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად; 2005 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი; 2005-2015წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე; 2016-2019წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2019 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

Member of Organizations

  • საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაცია, გამგეობის წევრი (2019-)

Share: