The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიო ვერსკიანი

გიო ვერსკიანი
ოფიციალური სახელი:ვალერი ვერსკიანი
დაბადების თარიღი:11 ნოემბერი, 1979
გარდაცვ. თარიღი:16 მარტი, 2011  (31 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბეჩო, მესტიის რაიონი.

მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. მისი გმირობის ისტორია 2008 წლის აგვისტოდან იწყება. აგვისტოს ომში მან საკუთარი სიცოცხლის ფასად რამდენიმე ქართველი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე იხსნა. ომში მიღებული ტრავმებისგან ის მალევე გათავისუფლდა და კვლავ სამხედრო სამსახურში განაგრძო საქმიანობა. გაიარა სპეციალური სამხედრო მომზადება. იყო პროფესიონალი მებრძოლი. სამშვიდობო მისიით მონაწილეობას ღებულობდა ISAF- ის ოპერაციაში ავღანეთში. სასიკვდილოდ დაიჭრა ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში. გარდაიცვალა 2011 წლის 16 მარტს გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში. კაპრალი.

წყარო: გმირი, 2008-2018: ოთხოზორია-ტატუნაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები. - თბ.,2018.- გვ. 309-310

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)
    საბრძოლო მამაცობისთვის

გააზიარე: