შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან მანძულაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზეღდულეთი, გორის მუნიციპალიტეტი. წელიწადნახევარი სავალდებულო სამხედრო სამსახურში, შინაგან ჯარში იმსახურა, შემდეგ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით მეორე ბრიგადის 22-ე ბატალიონში ჩაირიცხა, რამდენიმე თვე კრწანისის პოლიგონზე გადიოდა წვრთნებს, შემდეგ ბატალიონი სენაკში გადავიდა (ქუთაისის მეორე ბრიგადა, დისლოკაციის ადგილი სენაკში იყო). შემდეგ ლევან მანძულაშვილი 7 თვე ერაყში, ბაღდადში მსახურობდა. ერაყიდან დაბრუნებული სენაკში ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი სარაკეტო კომპლექსის – "ფაგოტის" გათვლის მეთაური იყო. ომში 7 აგვისტოს წავიდა. კარალეთის გზაზე მისი ბატალიონი ნული-ავნევის მიმართულებით წავიდა. დაიღუპა ქვემო ნიქოზი-ზემო ხვითის გზაზე. ლევან მანძულაშვილი მეორე დღეს იპოვეს ხვითელებმა და სოფელში, სამების ეკლესიის სასაფლაოზე მიაბარეს მიწას. ლევანს ფორმაზე ეწერა – "22-ე ბატალიონი. ლევან მანძულაშვილი". სამშობლოსთვის დაღუპული გმირი დაღუპვიდან 19 დღის შემდეგ გადმოასვენეს საპატრიარქოს ძალისხმევით, გორში მამა გედეონმა ჩამოასვენა, დაკრძალეს სოფელში. სოფელ ზეღდულეთში არის მისი სახელობის ქუჩა. კაპრალი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.147-148 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |