შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზვიად დავითაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ციხისძირი, ქობულეთის რაიონი. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2000 წლიდან. სკოლის დამთავრების შემდეგ სავალდებულო-სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, შემდეგ კი კონტრაქტს მოაწერა ხელი და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე სამშობლოს სადარაჯოზე იდგა. სამშვიდობო მისიით მონაწილეობას ღებულობდა ISAF- ის ოპერაციაში ავღანეთში. ჰელმანდის პროვინციაში 42-ე ბატალიონის ბაზის საწყობი ებარა. იქვე ჰქონია გაშლილი თავის კარავი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა საკუთარი სამსახურის მიმართ და ერთი წუთით არ შორდებოდა საწყობს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა საკუთარი სამსახურის მიმართ და ერთი წუთით არ შორდებოდა საწყობს. 13 მაისს დანაღმული მანქანა სწორედ საწყობის კედელთან აფეთქდა, კედელი გადაინგრა და ზვიადის კარავი ნანგრევებში მოჰყვა, მაშინვე გარდაცვლილა. წყარო: გმირი, 2008-2018: ოთხოზორია-ტატუნაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები. - თბ.,2018.- გვ. 211-212 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |