The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დევიდ ლოიდ ჯორჯი

დევიდ ლოიდ ჯორჯი
დაბადების თარიღი:17 იანვარი, 1863
გარდაცვ. თარიღი:26 მარტი, 1945  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მანჩესტერი.

ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი (1908). 1884 წელს ადვოკატის კვალიფიკაცია მიენიჭა. 1890 წელს გახდა პარლამენტის წევრი. იყო ბურებთან ომის მოწინააღმდეგე. 1905–1908წწ. იყო ჩემპბელ-ბანერმანის კაბინეტში. 1908–1915წწ. ბრიტანეთის ხაზინის უფროსი, 1916 წელს ომის მინისტრი. ხელმძღვანელობდა ბრიტანეთის დელეგაციას გერმანელებთან მოლაპარაკებისას. მანვე მოაწერა ხელი ვერსალის საზავო ხელშეკრულებას (1919).
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბრიტანეთის მთავრობასთან კავშირის დამყარებას I მსოფლიო ომის დასრულებისთანავე ცდილობდა. 1919 წლის ივნისში დიპლომატ დ. ღამბაშიძეს ლონდონში ჰქონდა შეხვედრა, საუბარი შედგა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ა. დენიკინის არმიის გამოლაშქრების შესახებ. მან ქართველ დიპლომატს პირობა მისცა, რომ, მოკავშირეების დახმარებით ა. დენიკინის შეტევა შეჩერდებოდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტსა და საზრუნავს საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარება წარმოადგენდა. სწორედ ამ მიზნით შეხვდა დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ე. გეგეჭკორი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს. 1921 წ. 26 იანვარს I მსოფლიო ომში გამარჯვებული სახელმწიფოების მიერ მართლაც მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის "დე-იურედ" აღიარება. მან მთავრობამ ძირითადი ყურადღება საგარეო პოლიტიკაზე გადაიტანა. თავად პრემიერი კავკასიის საკითხების განხილვაში აქტიურად არ ერეოდა, რადგან მას რუსეთის შიდა საკითხად მიიჩნევდა. თანაც რუსეთი მრავალფეროვანი ნედლეულისა და დიდი გასაღების ბაზრის გამო, ბრიტანეთისათვის საინტერესო იყო. სწორედ ამან განაპირობა ბრიტანეთის შემდგომი საგარეო პოლიტიკა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ, მისი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორდი კერზონი საქართველოს მხარს უჭერდა. სწორედ მისი ინიციატივით 1919 წელს ბრიტანეთის მთავარ კომისრად (Chief Comissioner) თბილისში ო. უორდროპი გამოაგზავნეს. ბრიტანული საგარეო პოლიტიკის მთავარი ორიენტირებისა და პრიორიტეტების კონკრეტული გამოვლინება იყო მისი დამოკიდებულება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთა ლიგაში გაწევრიანებისადმი. 1920 წ. 16 დეკემბერს ინგლისის წარმომდგენელი მ. ფიშერი ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წევრად მიღების წინააღმდეგ გამოვიდა. 1922 წ. 20 ოქტომბერს სამთავრობო კოალიცია დაიშალა და ის პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, პრემიერ-მინისტრი (1916 წ. 7 დეკ. – 1922 წ. 22 ოქტ.). 1924-1931წწ. ლიბერალური პარტიის ლიდერი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.408

ბიბლიოგრაფია

  • Военные мемуары : томы I-II / Давид Ллойд-Джордж (ავტორი). - Москва, Гос. соц.-экон. изд-во, 1934. - 678с.

გააზიარე: