Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ლოლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტი თეატრმცოდნეობის სპეციალობით 1950 წელს. ხელმძღვანელობდა ახალგაზრდულ ორგანიზაციას "საქართველოს დამოუკიდებლობა", რისთვისაც 1939 წელს მე-9 კლასის მოსწავლე დააპატიმრეს. 1950–1955წწ. მუშაობდა რესპუბლიკის მეთოდ-კაბინეტში კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის მეთოდისტად; 1955–1960წწ. ხალხური შემოქმედების რესპუბლიკურ სახლში – თეატრალური განყოფილების გამგედ; 1960–1963წწ. კულტურის სამინისტროში უფროს ინსპექტორად; 1963–1965წწ. იყო თოჯინების ქართული, 1965–1967წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის, 1967–1969წწ. რუსთავის, 1969–1980წწ. მოზარდ მაყურებელთა ქართული, 1980–1983წწ. მარჯანიშვილის, 1983–85წწ. მუსიკალური კომედიის, 1986–1989წწ. გრიბოედოვის თეატრების დირექტორი. ავტორია ნაშრომებისა: "სერგეი მესხის ცხოვრება და თეატრალური მოღვაწეობა" (შ. სალუქვაძესთან ერთად), "დავით რონდელი", "ლეო ესაკია", "არჩილ გომიაშვილი", "ვასილ პიპინაშვილი". მას ეკუთვნის არაერთი პიესის თარგმანი. რადიოსა და ტელევიზიაში მიჰყავდა გადაცემები ქართული სცენის ოსტატებზე (გ. შავგულიძე, შ. ღამბაშიძე, გ. კუპრაშვილი და სხვ.). თეატრალური მოღვაწე. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.410 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |