The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო შარაძე

ნინო შარაძე
დაბადების თარიღი:29 სექტემბერი, 1971  (53 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1993 წელს.

1993-1995წწ. - იუსტიციის სამინისტროს სამეურნეო კანონმდებლობის სამმართველოს ეკონომიკური რეფორმის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების კონსულტანტი; 1995 წელს - იუსტიციის სამინისტროს სასამართლო საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს სააღსრულებო წარმოების განყოფილების უფროსი კონსულტანტი; 1995-1996წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო წარმოების განყოფილების უფროსი; 1996-1997წწ. - იუსტიციის სამინისტროს სასამართლო დეპარტამენტის სასამართლოს მიერ იურიდიულ პირთა რეგისტრაციის სექტორის უფროსი კონსულტანტი; 1997-2003წწ. - საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწე; 2000-2003წწ. არჩეულ იქნა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წევრად საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციის მიერ; 2003-2005წწ. - თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2005-2013წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2013-2020წწ. - გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2016 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2020 წლის ივნისიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: