Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი კიკაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზანავი, ბორჯომის რაიონი. სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხარისხისა და მართვის აუდიტის სპეციალობით. საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის მებრძოლი. 2009 წელს უნივერსიტეტში აკადემიური შვებულების აღების შემდეგ სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს მოაწერა ხელი. ავღანეთში პირველი სამშვიდობო მისიით 2010 წლის ოქტომბერში გაემგზავრა. სპეციალური სამხედრო მომზადების შემდეგ გამომთვლელის სპეციალობას დაეუფლა, რომელიც მათემატიკის კარგ ცოდნასა და განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს მოითხოვდა. ის ასეულში საუკეთესო სპეციალისტად ითვლებოდა. ISAF- ის მეორე მისიის შესრულების დროს, ჰელმანდის პროვინციაში, 2012 წლის 19 დეკემბერს თალიბმა ტერორისტებმა გიორგი კიკაძე ტყვედ აიყვანეს და 25 დეკემბერს სიკვდილით დასაჯეს. სერჟანტი. წყარო: გმირი, 2008-2018: ოთხოზორია-ტატუნაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები. - თბ.,2018.- გვ.342-343
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |