The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერიან ხუჯაძე

ვალერიან ხუჯაძე
Date of birth:19 August, 1976
Date of death:24 April, 2012  (at 35 years)
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ცინარეთი, შუახევის რაიონი. 

დაამთავრა ზუგდიდის ტექნიკუმი ავტოხელოსნის სპეციალობით.

მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის  შემდეგ ორი წელი თბილისში, სამთავრობო დაცვაში მსახურობდა, შემდეგ კი აჭარის სამთავრობო დაცვაში; 2004 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. თავდაპირველად სენაკის ბაზაზე გადიოდა წვრთნებს, შემდეგ ქუთაისის 31-ე ბატალიონში გადაიყვანეს. იყო პროფესიონალი მებრძოლი. სამშვიდობო მისიით მონაწილეობას ღებულობდა ISAF- ის ოპერაციაში ავღანეთში და ერაყში. ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მეორე მისიის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე, პატრულირებისას მისი ჯავშანტრანსპორტი ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა. სერჟანტი.

წყარო: გმირი, 2008-2018: ოთხოზორია-ტატუნაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები. - თბ.,2018.- გვ. 314-315

Awards and Honors

  • 2012 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)
    საბრძოლო მამაცობისთვის
  • 2012 - მედალი "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის" (III ხარისხი, გარდაცვალების შემდეგ)
  • 2011 - მედალი "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის"
    ISAF-ის მისიაში მონაწილეობისათვის

Share: