The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რეზო ახალკაცი

რეზო ახალკაცი
დაბადების თარიღი:13 ივლისი, 1980
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 2008  (28 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახალი ნიჩბისი, მცხეთის რაიონი.

სწავლობდა აგრარულ უნივერსიტეტში.

18 წლისამ ახლად შექმნილ "კომანდოს" ბატალიონში დაიწყო სამსახური. საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში შევიდა და ჯარში 8 წელი იმსახურა. იყო სამშვიდობო მისიაში - ერაყში. 2008 წლის 7 აგვისტოდან, სერჟანტი რევაზ ახალკაცი, 41 -ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის პირად შემადგენლობასთან ერთად, მივლინებული იყო კონფლიქტის რეგიონში საბრძოლო მისიის შესასრულებლად. 2008 წლის 9 აგვისტოს, დილის საათებში, მოწინააღმდეგის მხრიდან ინტენსიური ცეცხლის გახსნის დროს, სერჟანტი რევაზ ახალკაცი დაიჭრა, მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა. დაიღუპა სოფელ ზემო ნიქოზში სნაიპერის ტყვიით, იგი ადგილზე გარდაიცვალა. სერჟანტი

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.171-172

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - მედალი "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის" (გარდაცვალების შემდეგ)
  • 2008 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: