The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ლომთათიძე

ნიკოლოზ ლომთათიძე
დაბადების თარიღი:14 მარტი, 1918
გარდაცვ. თარიღი:30 მაისი, 2008  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1938 წელს.

მსახურობდა წითელი არმიის რიგებში, იყო II მსოფლიო ომის მონაწილე; 1948–2005წწ. იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიული კათედრის თანამშრომელი; 1970 წლიდან ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის კათედრის პროფესორი; არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, რომლებიც ეძღვნება ქირურგიის, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის აქტუალურ საკითხებს; მან აკად. ვ. ოკუჯავასთან ერთად შეისწავლა და პრაქტიკაში დანერგა ანესთეტიკი – ფტოროტანი; სსრკ-ში პირველმა, წარმოადგინა გაუტკივარების ორიგინალური მეთოდი – ენდოტრაქეალური ნარკოზი; დანერგა სამკურნალო და სადიაგნოსტიკო ბრონქოგრაფიისა და ბრონქოსკოპიის მეთოდები. ქირურგი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1970). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.413-414

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სამედიცინო- ბიოლოგიური აკადემია, ნამდვილი წევრი (1977-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1984 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: