The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნარგიზა ლომთაძე

ნარგიზა ლომთაძე
დაბადების თარიღი:5 ოქტომბერი, 1951
გარდაცვ. თარიღი:14 მარტი, 2021  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა თბილისის სავაჭრო-ეკონომიკური სასწავლებელი; ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტები 1981 წელს.

1981–1991წწ. მუშაობდა კომკავშირულ ქ. ბორის ძნელაძეში; 1991–2001წწ. ეროვნულ გვარდიაში. იყო "სამხედრო გაზეთისა" და ჟურნალ "მეომრის" კორესპონდენტი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის პერიოდში ოპერატიულად და მაღალ პროფესიულ დონეზე აშუქებდა მასალებს პრესაში. 2003–2010წწ. მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და 2013–2021წწ. საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიებში. საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.415

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2019 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
  • 1997 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია

  • გულის ძახილი... : კრებული (ავტორი). - თბილისი, 2017. - 626გვ.. - ISBN: 9789941469206
  • უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები (რედაქტორი) // ნაწილი 2. - თბილისი, 2004. - 572გვ.

გააზიარე: