შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ასლან შაინიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წაბლანა, ხულოს რაიონი. ასლან შაინიძე 3 წლის იყო მის მშობლიურ სოფელს სტიქია რომ დაატყდა თავს და ოჯახი ბოლნისის რაიონში, სოფელ დისველში ჩაასახლეს. სკოლის დამთავრების შემდეგ ნიკო ნიკოლაძის სახელობის ინსტიტუტის ბოლნისის ფილიალში ჩააბარა, საბაჟო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 4 წელი სწავლობდა. მსახურობდა ვაზიანში, პირველ ბრიგადაში, შემდეგ პირველი ბრიგადა გორში გადავიდა. ასლანი მეკავშირე იყო გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე ცხინვალის მისადგომებთან, დაიღუპა დაბომბვისას. ასლან შაინიძის სახელობისაა ბოლნისის მუნიციპალიტეტში დისველის რაიონის საჯარო სკოლა და დაბა ხულოს სოფელ წაბლანის საჯარო სკოლა. კაპრალი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.187-188 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |