The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ურიგაშვილი

ზურაბ ურიგაშვილი
დაბადების თარიღი:5 სექტემბერი, 1983
გარდაცვ. თარიღი:9 აგვისტო, 2008  (24 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: სოფელი მეჯვრისხევი, გორის მუნიციპალიტეტი.
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მეჯვრისხევი, გორის მუნიციპალიტეტი.

19 წლის იყო როცა სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსახდელად გორის ჯავშან-სატანკო ბატალიონში გაიწვიეს, საიდანაც მერე ვაზიანში გადაიყვანეს. წელიწადნახევრის შემდეგ რეზერვისტად წავიდა. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა კონტრაქტით, "ბეემპეზე" მემიზნე ოპერატორი იყო. დაიღუპა 9 აგვისტოს გორის სამხედრო ბაზის დაბომბვის დროს. კაპრალი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.203-204

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: