The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ცეცხლაძე

დავით ცეცხლაძე
დაბადების თარიღი:7 სექტემბერი, 1975
გარდაცვ. თარიღი:30 სექტემბერი, 2010  (35 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი; პატრიოტული სულისკვეთებით იზრდებოდა, ბავშვობიდან ჰქონდა საქართველოს და სამშობლოს სიყვარული; პროფესიონალი ჯარისკაცი იყო; სამშვიდობო მისიით ორ-ორჯერ იმყოფებოდა კოსოვოში და ერაყში; 2010 წელს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად საკუთარი სურვილით წავიდა; ჰელმანდის პროვინციაში, ერთ-ერთი სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა. ავღანეთიდან დავითი სამხედრო პატივით ჩამოასვენეს. სერჟანტი.

წყარო: გმირი, 2008-2018: ოთხოზორია-ტატუნაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები. - თბ.,2018.- გვ.316-317

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)
    საბრძოლო მამაცობისთვის

გააზიარე: