შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რეზო ბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზეინდარი, ვანის რაიონი. მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის ჯარისკაცი; სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ ჯარში წასვლის გადაწყვეტილება სამშობლოს სიყვარულით მიიღო; სერჟანტ რეზო ბერიძის მხედრული ცხოვრება საკონტრაქტო სამსახურში 2002 წლიდან იწყება, ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად მისი შეკავება ვერავინ შეძლო და მალე კარიერულმა წინსვლამაც არ დააყოვნა; 2006 წელს ISAF-ის სამშვიდობო მისიით ერაყში იმყოფებოდა; მონაწილეობა მიიღო 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებში; 2011 წლის აპრილში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ავღანეთში გაემგზავრა, ოქტომბერში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ 28 აგვისტოს, თალიბანის თავდასხმის შედეგად მიღებული სასიკვდილო ჭრილობების შედეგად ჰელმანდის პროვინციაში დაიღუპა. წყარო: გმირი, 2008-2018: ოთხოზორია-ტატუნაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები. - თბ.,2018.- გვ.318-319 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |