The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯიმშერ ტოროშელიძე

ჯიმშერ ტოროშელიძე
დაბადების თარიღი:1972
გარდაცვ. თარიღი:7 აგვისტო, 2008  (36 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ახალდაბას სასაფლაო, ბორჯომის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნული (ფრონეს ხეობა), ქარელის რაიონი.

ჯიმშერ ტოროშელიძე ჯარში საკუთარი სურვილით 2007 წელს წავიდა, იმსახურა წელიწადი და 10 თვე, 2008 წლის აგვისტოში კი ორი წელი უსრულდებოდა. ათმეთაური ჯიმშერ ტოროშელიძე გორის ჯავშან-სატანკო ბატალიონში გამნაღმველი იყო და კონფლიქტის ზონაში მივლინებით წასვლა ხშირად უწევდა მას მომავალი გამნაღმველები პრაქტიკაზე ხშირად დაჰყავდა. 2008 წლის 20 ივლისსაც მივლინებით ერთი თვით კოდორის ხეობაში იყო გაგზავნილი. გორში 20 აგვისტოს უნდა დაბრუნებულიყო, როცა ომი დაიწყო და რუსებმა სოფელ ნულს შეუტიეს, ამ დროს, 10 ჯარისკაცთან ერთად კოდორის ხეობაში იმყოფებოდა, აფეთქდა ნაღმზე 6 აგვისტოს. კაპრალი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.211-212; შიდა ქართლი - საინფორმაციო პორტალი: qartli.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: