შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მინდია აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი თხილნარი, ხელვაჩაურის რაიონი. დაამთავრა მახინჯაურის საზღვაო კოლეჯი მექანიკოსის კვალიფიკაციით. მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური; შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა; მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში, საბრძოლო მოქმედებების დროს რამდენიმე თანამემამულე იხსნა სიკვდილისგან და გმირის სახელით დაბრუნდა ბრძოლის ველიდან; 2011 წელს სამშვიდობო მისიით ავღანეთში იმყოფებოდა, ორჯერ გადაურჩა სიკვდილს - ერთხელ თალიბების ნაღმზე აფეთქდა, მეორედ, მოწინააღმდეგის ალყაში მოხვდა და ძლივს გამოაღწია; ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2012 წელსაც მონაწილეობდა, 10 ოქტომბერს, საბრძოლო ამოცანების შესრულების დროს, ჯავშანტრანსპორტიორში თალიბების შემოგდებულ ნაღმს გადაეფარება და მისმა უკანასკნელმა გმირულმა თავგანწირვამ სამი ქართველი ჯარისკაცი იხსნა სიკვდილისგან. მიღებული ჰქონდა მრავალი საბრძოლო ჯილდო და სიგელი. კაპრალი. წყარო: გმირი, 2008-2018: ოთხოზორია-ტატუნაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები. - თბ.,2018.- გვ.320-321 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |