შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ შანავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. წალენჯიხა. 2006 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტორად მსახურობდა; თავიდან, მეოთხე ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონში ირიცხებოდა, სწორედ ამ ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა აგვისტოს ომის დროს; 2011 წელს ქუთაისის მესამე ბრიგადაში გადავიდა; პირველად, "ISAF"-ის სამშვიდობო მისიით ავღანეთში სწორედ ქუთაისში ყოფნის დროს წავიდა; მეორედ, ავღანეთში 2013 წლის აპრილში გაფრინდა; დაიღუპა ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ 42-ე ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შემდეგ თავის თანამებრძოლთან, ალექსანდრე კვიწინაძესთან ერთად. კაპრალი. წყარო: გმირი, 2008-2018: ოთხოზორია-ტატუნაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები. - თბ.,2018.- გვ.321-322 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |