The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა ლომთაძე

Date of birth:15 March, 1918
Date of death:23 October, 1999  (at 81 years)
Category:Architect, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1941 წელს.

1942–1946წწ. იყო ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საპროექტო სახელოსნო "ქუთპროექტის" მთავარი ინჟინერი,  უფროსი; 1946–1961წწ. ქუთაისის მთავარი არქიტექტორი; 1983–1987წწ. "ქუთქალაქპროექტის" დირექტორი; 1947 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაუსწრებელი სწავლების ქუთაისის ფილიალში, ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო და პოლიტექნიკურ ინსტიტუტებში სამშენებლო ფაკულტეტზე; 1949–1951წწ. ქუთაისში შესრულებული ნამუშევრები: ცენტრალური და რკინიგზის სადგურის მოედნების რეკონსტრუქცია (100-საფეხურიანი კიბე; 1950–1951); კინოთეატრი "გამარჯვება" (1951); ქალაქის ცენტრალური სტადიონი (1948–1952); ქარხანა "მაღაროელის" საცხოვრებელი სახლები (1949–1955) და კლუბი (1957), ქუთაისის გენგეგმა (1956, თანაავტ. არქიტ. ა. ნიკოლაიშვილი); საცხოვრებელი სახლები გორის ქუჩაზე (1954–1959) და სხვ.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.415-416

Awards and Honors

  • 1971 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

Share: