Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი გეჯაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაწყებითი სკოლის შემდეგ, 1943-1945წწ. სწავლობდა რკინიგზის პირველ სასწავლებელში და ითვლებოდა რა მობილიზებულად, აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა თბილისში მოქმედ გასამხედროებულ წარმოებაში ფრონტის დასახმარებლად. 1963-1968წწ. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ავტომატიკა და ტელემექანიკის სპეციალობით. 1945 წელს მუშაობა დაიწყო ი. ბ. სტალინის სახელობის ორთქლმავალვაგონშემკეთებელ ქარხანაში ზეინკლად, საიდანაც გაიწვიეს სსრკ შეიარაღებული ძალების ავიაციაში ქ. ტულაში, სადაც მსახურობდა 25.05.1950-დან 16.01.1956 წლამდე; 1954 წელს დაამთავრა პარტიული სკოლა. დემობილიზაციის შემდეგ, 16.02.1956 წლიდან უბრუნდება ი. ბ. სტალინის სახელობის ორთქლმავალვაგონშემკეთებელ ქარხანას (შემდგომ ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა), სადაც გააგრძელა შემოქმედებითი ნოვატორული მოღვაწეობა. 2010 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე - ზეინკალი, ინჟინერი, უფროსი ინჟინერი. 1972 წელს გ. გეჯაძეს ირჩევენ ი. ბ. სტალინის სახელობის ორთქლმავალვაგონშემკეთებელი ქარხნის გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საბჭოს თავმჯდომარედ, რომელსაც უცვლელად ხელმძღვანელობდა 2009 წლამდე. მისმა აქტიურმა რაციონალიზატორულმა საქმიანობამ ხელი შეუწყო რკინიგზის ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის უსაფრთხო და ხარისხიან მუშაობას, აგრეთვე სახალხო-სამეურნეო საქონლის დამზადება-გამოშვებას. მის მიერ 200-მდე დანერგილ რაციონალიზატორულ წინადადებათა შორისაა: "სადუღარას შესაზუსტებელი ჩარხი", "ბუქსების სახურავების ჩამოსასხმელი და გასახვრეტი დანადგარი" და მრავალი სხვა. გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საკავშირო საზოგადოების ყოველთვიურ მასობრივ პოპულარულ-ტექნიკურ ჟურნალში (Изобретатель и Рационализатор, 1963 წ. N9, გვ. 24), აღნიშნულია, რომ გ. გეჯაძის მიერ შექმნილი ჩარხი - ავტომატი "ხერხუნას ტანის გამოხერხვისათვის", არის თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის სიამაყე. გ. გეჯაძე დელეგატის სტატუსით მონაწილეობდა გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საზოგადოების რკინიგზის 7 (შვიდგზის) საგზაო კონფერენციებში და 3-ჯერ რესპუბლიკური ყრილობის მუშაობაში. 35 წლის განმავლობაში იყო ამ საზოგადოების საგზაო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. გ. გეჯაძის მთელი თავისი შრომითი საქმიანობის განმავლობაში, გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის და საწარმოო მაჩვენებლების წარმატებით შესრულებისათვის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ხელმძღვანელობის მიერ მრავალჯერ გამოეცხადა მადლობა და გადაეცა ფულადი ჯილდო. წყარო: გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საკავშირო საზოგადოების ყოველთვიური მასობრივ პოპულარულ-ტექნიკური ჟურნალი "Изобретатель и Рационализатор" 1963წ., N9. გაზეთი "ვეჩერნი თბილისი" N2 (3224), პარასკევი, 3 იანვარი 1964წ; გიორგი გეჯაძე : განცხადება გარდაცვალების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა.- თბ., 2016.-21 აპრილი.-N74 (7966).-გვ.11 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |