Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ ლომინაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი სამთო ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით 1958 წელს. 1959–1981წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პალეობიოლოგიის ინსტიტუტში. 1981 წელს აირჩიეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრის გამგედ (2010 წლიდან – სრული პროფესორი). არის იურული ასაკის ფაუნისა და სტრატიგრაფიის აღიარებული მკვლევარი. კავკასიის იურულ ნალექებში აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი ფაუნის შესწავლის საფუძველზე დაადგინა საერთაშორისო სტრატიგრაფიული სქემის შუა და გვიანიურული ბიოსტრატონების არსებობა რეგიონში, დააზუსტა მათი საზღვრები, მოცულობა და შეადგინა ახალი დეტალური ბიოსტრატიგრაფიული დანაწილების უნიფიცირებული სქემები, რომლებიც შეუპირისპირა როგორც მომიჯნავე, ისე ევროპის ცალკეული რეგიონების სინქრონულ სქემებს. იურული ნალექების ზონური სტრატიგრაფიის დამუშავებას საფუძვლად დაედო თავფეხიანი მოლუსკების (ამონიტები) ახალი სისტემატიკა. მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ამონიტების შესწავლა მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპის გამოყენებით და დაადგინა ნიჟარის ცალკეული სტრუქტურების ფორმირების თანამიმდევრობა, კორელაციური კავშირები და მათემატიკური სტატისტიკის მეთოდის გამოყენებით – მათი სისტემატიკური მნიშვნელობა სხვადასხვა ტაქსონომიური დონისთვის. მას ეკუთვნის ამონიტების ნიჟარის სიცოცხლისდროინდელი დაზიანებების კლასიფიკაცია. კოლეგებთან ერთად შეისწავლა მეზოზოური თავფეხიანი მოლუსკების პალეობიოგრაფია. სტრატიგრაფიისათვის მნიშვნელოვანი კალოვიური ამონიტების თითქმის ყველა ჯგუფი, შეადგინა პალეოგეოგრაფიული რუკები. რამდენიმე ქვეყნისა და საერთაშ. სამეცნიერო საზოგადოების წევრი. არის სამეცნიერო ნაშრომებისა და მონოგრაფიების ავტორი. გეოლოგიურ-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1979), პროფესორი (1987). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.417 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |