შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ცერცვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალსოფელი, გორის მუნიციპალიტეტი. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯერ გორის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა პურპროდუქტებისა და საკონდიტრო ნაწარმის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე; დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სოფელ ზეღდულეთში გამგებლის მოადგილედ დანიშნეს, ცოტა ხანში კი სოფლის გამგებელი გახდა. 2007 წლის დეკემბრიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით მსახურობდა, მისი სამომავლო გეგმები და კარიერა ძალოვან სტრუქტურას უკავშირდებოდა. მიხეილ ცერცვაძეს ერთი წელიც არ ჰქონდა ნამსახურები, დაიღუპა გორის ჯავშანსატანკო ბაზის დაბომბვის დროს მიღებული ჭრილობების გამო. სერჟანტი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.223-224 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |