შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან ლომინაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცხემლისხიდი, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის ეკონომიკური ტექნიკუმი 1926 წელს. იყო ოზურგეთის თეატრის მსახიობი და მუსიკალური ნაწილის გამგე. 1928–1929წწ. ხელმძღვანელობდა სიმებიან ორკესტრს. ოზურგეთის თეატრის სცენაზე მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ვიქტორი, პლატონი (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება", "სამანიშვილის დედინაცვალი"), გლახუნა (გ. ბერძენიშვილის "დაჭრილი არწივი"), ხოჯა (გ. ნახუცრიშვილის "შაითან ხიხო"), ბარძიმი (მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), ლომკაცა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), რუბენა, ლუკაია (ნ. დუმბაძის "ნუ გეშინია დედა", "მე ვხედავ მზეს"), აგაბო (ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება"), იანვარა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), შაჰ-აბასი (დ. ერისთავის "სამშობლო"), გუბაზი (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი") და სხვ. თეატრის მსახიობი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.417 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |