შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე კვიწინაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბერშუეთი, გორის რაიონი. სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემდეგ, 2007 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტრო სამსახურს მოაწერა ხელი, 42-ე ბატალიონში მსახურობდა; 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად იბრძოდა, ცხინვალშიც იყო შესული; 2010 წელს ჯარიდან საკუთარი სურვილით წავიდა; 2012 წელს ისევ მოაწერა ხელი კონტრაქტს და 2013 წლის აპრილში "ISAF"-ის სამშვიდობო მისიით ავღანეთში გაემგზავრა; დაიღუპა ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ 42-ე ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შემდეგ თავის თანამებრძოლთან, ვლადიმერ შანავასთან ერთად. სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე სამშობლოს ინტერესებს იცავდა, მისი სახელი და გვარი, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, ოქროს ასოებით ჩაიწერება. წყარო: გმირი, 2008-2018: ოთხოზორია-ტატუნაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები. - თბ.,2018.- გვ.322-323 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |